რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ვიმედოვნებთ, აშშ-ს ეყოფა გონიერება და რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას თავიდან აიცილებს

მოსკოვი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საკმარის წინდახედულობას გამოიჩენს, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის ესკალაცია პირდაპირ დაპირისპირებამდე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარჩიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"შეიძლება მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი ყურს დაუგდებს გონების ხმას და არ დაუშვებს სიტუაციის ესკალაციას რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირ დაპირისპირებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაწყვეტილი დიპლომატიური კავშირები რეალობად იქცევა, ყველა სათანადო შედეგით," განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესება თავად აშშ-მა გამოიწვია და არა რომელიმე სხვა ქვეყანამ.

”ვაშინგტონმა აირჩია თვითიზოლაცია მოსკოვისგან, მაგრამ ახლა ცდილობს, სხვას გადააბრალოს, თითქოს სხვამ მიიყვანა ეს ურთიერთობები ამ წერტილამდე და არა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ. ჩვენ არ ვცდილობთ ურთიერთობის სრულ გაწყვეტას, მაგრამ არ მოვითმენთ ზიანის მომტან პროვოკაციებს, რომლებიც სხვა არჩევანს არ დაგვიტოვებს“, - აღნიშნა ალექსანდრე დარჩიევმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა