საკრებულოში მინი ფეხბურთსა და ფარიკაობაში სასკოლო ლიგა 2022 წლის სეზონის მონაწილეები დააჯილდოვეს

დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, „მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგა“ 2021-2022 წლის და „ფარიკაობაში სასკოლო ლიგის“ 2022 წლის სეზონის მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება და ასევე, 2023 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია შედგა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა და ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა.

გიორგი ტყემალაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ქალაქში ერთ-ერთი წარმატებულია და ის მასობრივი სპორტის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ღონისძიებაზე სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გამოვიდა.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მისივე ინფორმაციით, ამავე პროექტის ფარგლებში, 2022 წელს რაგბის კავშირის მხარდაჭერით თაგ-რაგბის სასკოლო ლიგის საპილოტე პროექტი უკვე შედგა და ასევე, ჭადრაკსა და ფრენბურთში ფედერაციების თანაორგანიზებით, სასკოლო ლიგის სატესტო ტურნირები ჩატარდა.

„მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, ასევე თბილისის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ მიმართეს.

დასასრულს, საკრებულოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრება 2022 წელს მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ნომინაციებში და ფარიკაობაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის საკრებულოს და მერიის, საქართველოს ფეხბურთის, ფრენბურთის, ჭადრაკის, ფარიკაობის ფედერაციების, რაგბის კავშირისა და კომპანიის „პსპ’’ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია თბილისის საკრებულოს განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია