მარანი მსოფლიოს გარშემო

თელავის ღვინის მარანი დიდი ექსპერიმენტისთვის ემზადება! პირველად მსოფლიოში, ქართული ჭაჭა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მიემართება გემით, რამდენიმე თვის განმავლობაში ზღვასთან სიახლოვეში დასავარგებლად. ამ ინიციატივის შთაგონების წყარო მსოფლიო მოგზაურების მიერ გადმოცემული ისტორიებია, რომლებმაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აღმოაჩინეს ზღვის ტემპერატურის, ტენიანობის და ტალღებზე მუდმივი რწევის სასიკეთო ზეგავლენა სპირტიან სასმელებზე.

დეკემბრის თვეში განსაკუთრებული ჭაჭის მარაგებით სავსე მუხის კასრები სპეციალურად მომზადებულ კონტეინერში მოთავსდა და საქართველოს ზღვისპირეთში გაემგზავრა. გემით მოგზაურობა ფოთიდან დაიწყება, მომდევნო ექვს თვეს მარანის ჭაჭა ზღვებსა და ოკეანეებში მოგზაურობაში გაატარებს და ამავდროულად რამდენჯერმე გადაკვეთს ეკვატორის ხაზს.

საქართველო მსოფლიო რუკაზე უკვე მიჩნეულია როგორც ღვინის სამშობლო, თუმცა ღვინის დადუღების შემდგომ დარჩენილი ყურძნის დურდოსაგან გამოხდილი ჭაჭის ისტორია შედარებით ხანმოკლეა და ინტენსიურად მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. თელავის ღვინის მარანის მიერ დაგეგმილი უპრეცედენტო დედამიწის გარშემო მოგზაურობის შედეგად, საოცრად არომატული ეს სასმელი კიდევ უფრო გამდიდრდება ისეთი მახასიათებლებით, რომელიც მას სრულიად უნიკალურს გახდის. ამასთან, ეს მოგზაურობა ხელს შეუწყობს ჭაჭის, როგორც კიდევ ერთი ტრადიციული, ქართული სასმელის შესახებ ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის