ჩინელი მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქვეყანაში არსებულ კოვიდსიტუაციაზე ინფორმაციას მიაწვდიან

ჩინელი მეცნიერები დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ კოვიდსიტუაციაზე ისაუბრებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, ორგანიზაციას რეგულარულად გაუზიარონ კონკრეტული ინფორმაცია კოვიდსიტუაციის, ჰოსპიტალიზაციის, გარდაცვალების და ვაქცინაციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურმა გაზეთმა, People's Daily-მა დღეს გამოაქვეყნა სტატია, სადაც რამდენიმე ჩინელი ექსპერტი აცხადებს, რომ ვირუსით გამოწვეული დაავადება ადამიანების უმეტესობას შედარებით მსუბუქი ფორმით გადააქვს.

„მძიმე და კრიტიკული შემთხვევები შეადგენს ინფიცირებულ პაციენტთა 3%- 4%-ს,“ - განაცხადა გამოცემასთან საუბარში პეკინის საავადმყოფოს ვიცე-პრეზიდენტმა, ტონგ ჟაოჰუიმ.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, კორონავირუსს გასული დღის განმავლობაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 5 253-ს შეადგენს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა ჩინეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინები შესთავაზა, რათა ქვეყანას დაავადების გავრცელების შეჩერებაში დაეხმაროს.

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები და ბლოკის ჯანდაცვის სააგენტოები ოთხშაბათს გამართავენ მოლაპარაკებებს ჩინეთში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიმართ კოორდინირებულ რეაგირებაზე.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ავსტრალია, ინდოეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს კოვიდ ტესტის ჩატარებას სთხოვენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს