ირაკლი ზარქუა - „ნაცებმა“ ასკაციანი არმია გაშალეს, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ - მათი მიზანია თავიანთ პარტიაში მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამისთვის იბრძვიან „ხაბე მხარმოკლე“ და მელია სამეგრელოდან

„ნაცებმა“ თავიანთი ასკაციანი არმია გაშალეს, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ - მათი მიზანია თავიანთ პარტიაში მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამისთვის იბრძვიან „ხაბე მხარმოკლე“ და მელია სამეგრელოდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოში სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ვისაც აქციას უძღვნიან, რეალურად მათ არ აინტერესებთ.

„ნაცებმა“ გაშალეს თავის ასკაციანი არმია, ფლანგები, ფრონტის ხაზი და სხვათაშორის მგონი, „ხაბე მხარმოკლე “ დაწინაურდა, რადგან უფრო მეტი ჰყავს მხარდამჭერი თუ არ ვცდები, 17 -ით მეტი შეხვდა მას. რეალურად, ჩვეულებრივი მასკარადი აქვთ, წინასაარჩევნო მასკარადი, სულ არ აინტერესებთ ის, ვისაც აქციას უძღვნიან. მათი ერთადერთი ამოსავალი არის, რომ ყველანაირი მეთოდით მოაწყონ თავიანთ პარტიაში გადატრიალება და თავიანთ პარტიაში მოვიდნენ ხელისუფლებაში, შემდეგ კი იმ "ჯიგარის" ფულები გადაინაწილონ. მათი ინტერესის სფეროა, რომ რამენაირად კეზერაშვილის ფულები მიითვისონ და ამისთვის სჭირდებათ (იბრძვიან), რადგან იმ "ჯიგარმა" ბრძანა, რომ ვინც თავმჯდომარე იქნება, მასთან იქნება ფულები, გაცვლა- გამოცვლები. ამიტომაც იბრძვიან „ხაბე მხარმოკლე“ და მელია სამეგრელოდან. ერთ ადგილას რომ გამართულიყო აქცია, ცხადი არ იქნებოდა, რომელია ლიდერი.

ერთს არ მოუწოდებია, რომ დაემორჩილოს სააკაშვილი ექიმების რჩევებს. ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი და პრეტენზიები რას უკავშირდება ვერ ვხვდები,“- განაცხადა ზარქუამ.

4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 18:00 საათზე აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის