იენს სტოლტენბერგი - იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება უნდა გავზარდოთ

იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება უნდა გავზარდოთ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის საბრძოლო მასალით დახმარება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მარაგებს ამცირებს, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვამცირებთ ჩვენს მარაგებს, არსებობს მხოლოდ ერთი გრძელვადიანი გამოსავალი - მეტი უნდა ვაწარმოოთ”, - თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები შემოდგომაზე იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგების გაზრდაზე შეთანხმდნენ.

“მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინისადმი დახმარების გაგრძელება და ასევე გაზრდა შეგვეძლოს. ვინაიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა უკრაინაში დიდი დანაკარგები განიცადა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმისა და განწყობის გამო”, - თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის დანაკარგები სრულმასშტაბიან ომს არ შეაჩერებს, ვინაიდან, რუსეთის ხელისუფლება მზადაა ასეთი დანაკარგებისთვისა და ომის გაგრძელებისთვის.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა