ანალენა ბერბოკი - ხარკოვი რუსეთის აგრესიული ომის სრული სიგიჟის სიმბოლოა - უკრაინის ყველა კუთხეში ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სოლიდარობისა და დახმარების იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ მან ხარკოვში ვიზიტის დროს განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ბერბოკმა ხარკოვს “უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის სრული სიგიჟის სომბოლო” უწოდა.

“ჩემი უკრაინელი კოლეგისა და მეგობრის დმიტრო კულებას მოწვევით, დღევანდელი ვითარების შესახებ წარმოდგენა მინდა აქ, ხარკოვში, მივიღო და, უპირველეს ყოვლისა, მოვუსმინო მცხოვრებლებს, რომლებიც ომს ამ ძალიან ცივ ზამთარში უმკლავდებიან… უკრაინის ყველა კუთხეში, ხარკოვიდან ხერსონსა და კიევამდე, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათ ჩვენი სოლიდარობისა და დახმარების იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. ეს გულისხმობს ზამთრის დახმარებას, რომელიც მივაწოდეთ. გენერატორები და ტრანსფორმატორები, საწვავი და საბნები ახლა სიცოცხლეებს არჩენენ…და ეს გულისხმობს იარაღის შემდგომ მიწოდებებს”, - აღნიშნა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია “ამ ომის ზამთარშიც არ დავკარგოთ უკრაინის ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში”.

“უკრაინელები ყოველ დღე იბრძვიან დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებისთვის. ისინი საკუთარ მომავალს ევროპაში, ევროკავშირში ხედავენ. ამიტომ მსურს იმ პროგრესის შესახებ ვთქვა, რომელიც წევრობის პროცესშია მიღწეული. როგორც ფედერალურ მთავრობას, გვსურს უკრაინას კონკრეტული შეთავაზებები გავუკეთოთ, რათა მიაღწიოს პროგრესს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში”, - თქვა ბერბოკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო