ანა მალიარი - სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება

სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

“სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტერი ყურადღებას არ აქცევს საკუთარი პერსონალის დიდ დანაკარგებს და აქტიურ შტურმს აგრძელებს. ჩვენს პოზიციებთან მისადგომები, უბრალოდ, მოფენილია მტრის დაღუპული მებრძოლების ცხედრებით.

ჩვენი მებრძოლები მამაცურად აგრძელებენ დაცვას.

მხოლოდ ძალიან ძლიერ ერს შეუძლია დიდი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ ასე თავგანწირულად ბრძოლა”, - წერს მალიარი.

ცნობისთვის, რუსულმა წყაროებმა კვლავ განაცხადეს სოლედარზე “კონტროლის დამყარების” შესახებ. მათ ასევე ვიდეო გაავრცელეს, რომელიც, მათი მტკიცებით, სოლედერის ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან არის გადაღებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა