გამოკითხვის მიხედვით, მკითხველთა უმეტესობა ყველაზე მეტად საინფორმაციო ვებ-გვერდებს, ყველაზე ნაკლებად კი ტელევიზიებსა და სოციალურ მედიას ენდობა

საინფორმაციო პორტალებზე: ipn.ge, ambebi.ge, kvirispalitra.ge და bpn.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მკითხველთა უმეტესობა ყველაზე მეტად საინფორმაციო ვებ-გვერდებს, ყველაზე ნაკლებად კი ტელევიზიებსა და სოციალურ მედიას ენდობა.

გამოკითხვა 10 იანვარს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2 636-მა პირმა მიიღო.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: „ყველაზე მეტად რა სახის მედიას ენდობით,“ პასუხები ასე გადანაწილდა:

საინფორმაციო ვებ-გვერდები - 41 %

ტელევიზია - 26 %

სოციალური მედია (Facebook, Instagram, Twitter, Tik Tok და სხვ.) – 15 %

პრინტი (ბეჭდური მედია) - 8 %

გასართობი ვებ-გვერდები - 6 %

რადიო - 4%

რაც შეეხება კითხვას: „რა სახის მედიას ენდობით ყველაზე ნაკლებად“, მკითხველთა პოზიცია ასე გამოიყურება:

ტელევიზია - 30 %

სოციალური მედია (Facebook, Instagram, Twitter, Tik Tok და სხვ.) – 28 %

საინფორმაციო ვებ-გვერდები - 17%

გასართობი ვებ-გვერდები - 13 %

პრინტი (ბეჭდური მედია) – 8 %

რადიო - 4 %

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის