მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ თარჯიმნის აცილებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სხდომის მოსამართლემ გიორგი არევაძემ თარჯიმნის აცილებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ნიკა აბრამიშვილის განცხადებით, წინა სხდომის შემდეგ, თარჯიმან ლევან მეტრეველის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიკერძოებულ განცხადებებს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მხარეს არ დაუსახელებია არცერთი დოკუმენტი თარჯიმნის მიერ არასწორი ან მიკერძოებული თარგმნის შესახებ.

„ლევან მეტრეველი სათარჯიმნო ბიუროს წარმომადგენელია. მას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და უფლება აქვს მიიღოს როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა. გარდა ამისა, მას ამერიკაში აქვს მიღებული სამედიცინო განათლება და სამედიცინო მიმართულებით იცნობს ტერმინოლოგიას. ის მხარეს არ წარმოადგენს. მან როგორც კვალიფიციურმა ექიმმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, ეს იყო და ეს. გარდა ამისა, იგი გაფრთხილებულია, ცრუ და არასწორი თარგმნისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომით“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შუამდგომლობის განხილვისას გიორგი არევაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა ლევან მეტრეველს სთხოვა მსგავსი განცხადებებისგან საქმის განხილვის დასრულებამდე თავის შეკავება.

„რამდენადაც ჩემთვის გასაგებია მხარე თარგმნის ხარისხზე არ აკეთებს აპელირებას, დაფიქსირებულ პოზიციებთან დაკავშირებით გამოთქვამს გულისწყრომას. რაც შეეხება საჯარო აქტივობებს, რა თქმა უნდა, ლევან მეტრეველს ამის უფლება აქვს. თარჯიმანს ვფიქრობ ობიექტურობის შენარჩუნება მოეთხოვება. იმიტომ, რომ ის არ არის მხარე და როგორც დაინტერესებულმა პირმა განცხადებები საჯარო სივრცეში სხვის გასაგონად არ უნდა გააკეთოს. დღეის მდგომარეობით, აცილების თაობაზე შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებ. თუ ლევან მეტრეველს კვლავ სურს გაგვიწიოს დახმარება, ამას პირობა მოჰყვება, განცხადებების კეთებას ვერ აგიკრძალავთ, თუმცა თავი უნდა შეიკავოთ საჯარო სივრცეში საჯარო განცხადებებისგან, მინიმუმ, იმ ეტაპზე, სანამ ამ შუამდგომლობის განხილვა დასრულდება“, - განაცხადა მოსამართლემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის