ვალერი ჩეჩელაშვილი - ომის გადამწყვეტი ფაზის დასაწყისში ვიმყოფებით, ამ გადამწყვეტი ფაზის აქტიურ ფაზაში გადასვლა ზუსტად მაშინ იქნება, როდესაც უკრაინა საჭირო ახალ შეიარაღებას დააგროვებს

ვფიქრობ, ჩვენ ომის გადამწყვეტი ფაზის დასაწყისში ვიმყოფებით, ამ გადამწყვეტი ფაზის აქტიურ ფაზაში გადასვლა ზუსტად მაშინ იქნება, როდესაც უკრაინა საჭირო ახალ შეიარაღებას დააგროვებს, - ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ "რამშტაინის" ჯგუფმა უკრაინის დასახმარებლად ახალი შეიარაღება გამოყოს.

„დიდი შვიდეულის" გადაწყვეტილებები მიმართულია იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესონ ზოგადად მსოფლიოში ვითარება, ეს იქნება ენერგეტიკული, სასურსათო გამოწვევები და ა.შ. როგორ დაეხმარონ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებს, რუსეთი კი პირიქით, მე-19 საუკუნის იმპერიული ფილოსოფიიდან ვერ გამოვიდა და ეს შეზავებულია ბოლშევიკურ, ცინიკურ და სასტიკ მეთოდებთან საკუთარი დღის წესრიგის განხორციელების მიზნით საერთაშორისო არენაზე. ეს სიმბიოზი ბოლშევიკური სისასტიკის და მე-19 საუკუნის იმპერიული პრინციპების არის ზუსტად ის, რასაც მთელი მსოფლიო არქმევს "რაშიზმს". ეს არის ახალი მოვლენა, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ამგვარი პოლიტიკით ხელს უწყობს პირველ რიგში, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი ანტირაშისტური და პროუკრაინული კვალიცაა, ჩვენ ამას ვნახავთ მომდევნო დღეებში "რამშტაინში".

ორი კომპონენტია პრაქტიკულად დარჩენილი უკრაინის დახმარების მხრივ, რომელზეც გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ეს არის გამანადგურებლები, თვითმფრინავები და დიდი რადიუსის მოქმედების სამას კილომეტრამდე რაკეტები. აი, ეს ორი კომპონენტი არის დარჩენილი და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამასთან დაკავშირებით "რამშტაინის" ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღოს. დაახლოებით მარტში ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებას მივიღებთ და ბალანსი ხარისხობრივად უკრაინის მხარეზე გადავა, ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად აქტიური მოქმედებები კონტრშეტევების თვალსაზრისით წარმოებული იქნება უკრაინის მხრიდან დაახლოებით მარტში-აპრილში, რაც სხვადასხვა მიმართულებებით რუსეთის ფედერაციისთვის ძალიან სერიოზული მარცხით დამთავრდება.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ომის გადამწყვეტი ფაზის დასაწყისში ვიმყოფებით, ამ გადამწყვეტი ფაზის აქტიურ ფაზაში გადასვლა ზუსტად მაშინ იქნება, როდესაც უკრაინა დააგროვებს საჭირო ახალ შეიარაღებას, ის გაწვრთნილი ოფიცრები და მეომრები, რომლებიც დღეს არიან მრავლად სხვადასხვა ქვეყანაში, ესენი დაბრუნდებიან უკრაინაში, ეს იქნება თვისებრივად სხვა დონეზე მომზადებული ჯარი, სხვა შეიარაღებით მომარაგებული და აღჭურვილი, შემდგომ, რა თქმა უნდა, რუსებს ძალიან გაუჭირდებათ უკრაინელების შეკავება“,-განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის