ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის სამინისტრო, მუდმივ რეჟიმში, თვალს ადევნებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს. კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას, ნებისმიერმა პირმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში და პანიკა არ მოჰყვეს.

„ამ ეტაპზე, განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვინც განცხადებებს აკეთებს, ყველა ადამიანს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, რათა მოსახლეობაში უსაფუძვლო პანიკა არ დათესონ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. როგორც კი რაიმეს შევნიშნავთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საშიშროება არ იქნება, ჩვენ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას. ჩემი თხოვნაა, რომ მედიამ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ, ლეგიტიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელოს ინფორმაცია.

აუცილებელია, რომ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით და არა ნებისმიერი მსურველის, ვისაც შეიძლება კითხვა დავუსვათ და თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრების გამო, განცხადება გააკეთოს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში