VR Holding შეკვეთილში მასშტაბურ და ინოვაციურ პროექტს იწყებს

VR Holding-მა შეკვეთილში 40 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომლის სანაპირო ზოლიც 1200 მეტრია. შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილი გამოირჩევა ეკოლოგიურად ყველაზე ჯანსაღი გარემოთი, რომლის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია:

  • ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და იონიზირებული ჰაერი
  • სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანაპირო
  • მრავალწლოვანი ფიჭვის ხეები, რომელიც ჰაერს ავსებს ალპური არომატებით და ქმნის სამკურნალო ეფექტს.

მიწის ნაკეთის მომიჯნავედ სასტუმრო "პარაგრაფი", გასართობი სივრცე „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი „BLACK SEA ARENA“, დენდროლოგიური, მინიატურების და მუსიკოსთა პარკი მდებარეობს.

VR Holding 12 წლის წინ ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და ბაზარზე უპირობო ნდობით, ინოვაციური პროექტებით და პრემიუმ ხარისხით გამოირჩევა. თვალსაჩინო მაგალითია წარმატებით განხორციელებული პროექტი, თბილისში პირველი რესორტული ტიპის დასახლება - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“.

„თითოეულ პროექტს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე თავად VR Holding -ის პროექტები მეტყველებს. ჩვენი ნებისმიერი იდეა, ცხოვრების უკეთესობისკენ ცვლილებას ემსახურება და ჩვენი ჩანაფიქრია შავი ზღვისპირეთში მიზიდულობის ახალი ეპიცენტრი შევქმნათ“ - აცხადებს VR Holding-ის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე

კომპანიას შეკვეთილის პროექტთან დაკავშირებით გააჩნია კონკრეტული ხედვა, რომელსაც საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ