თბილისის ვიცე-მერი - არ არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც „გრინსერვისს“ შეზღუდავს, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში - სანამ სასამართლოს განაჩენი არ იქნება, რაიმე ზომების მიღება ვერ მოხდება

არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში,- ასე პასუხობს დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძე „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ „გრინსერვისი“ ტენდერებში კვლავ მონაწილეობს.

როგორც ხმალაძე განმარტავს, სანამ სასამართლოს განაჩენი არ იქნება, რაიმე ზომებს ვერ მიიღებენ.

„ვაკის პარკში მოხდა ტრაგედია და მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სასამართლოშია გადაცემული. ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არცერთი მხარის ბრალი დადგენილი და დამტკიცებული არ არის. ჩვენი კანონმდებლობა ადგენს, რომ ვიდრე გადაწყვეტილება, სამართლებრივი შედეგი არ დადგინდება, არ შეიძლება მასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება. შესაბამისად, არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში“,- აღნიშნავს ხმალაძე.

ცნობისთვის, „გრინსერვისი“, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოები შეასრულა, მერიის 2 ტენდერში მონაწილეობს. ინფორმაცია „გრინსერვისის“ მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ერთი-ერთი ტენდერი სამშენებლო უბნის მოსამზადებელ სამუშაოებს ეხება, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები უნდა უზრუნველყოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 570 305 ლარი იყო, კომპანიის მიერ შეთავაზებულმა თანხამ კი 6 850 000 ლარი შეადგინა. ხელშეკრულება შერჩევა-შეფასების ეტაპს გადის.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, მეორე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენას გულისხმობს, რისთვისაც 3 145 000 ლარი დაიხარჯება. კომპანია ორივე ტენდერში ერთადერთი მონაწილეა. ამ ეტაპისთვის, ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა, რომელთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს