კობა ხარშილაძე - ვინ არის დამნაშავე, ამ შეკითხვაზე პასუხს მეც ველოდები - ადამიანები 4 თვეა ციხეში არიან და დღემდე არ არის დადგენილი, რეალურად რა ტიპის გადაცდომაზე ან შეცდომაზე იყო საუბარი

ვინ არის დამნაშავე, ამ შეკითხვაზე პასუხს მეც ველოდები, - ასე უპასუხა კომპანია „გრინსერვის პლუსის” მეწილემ კობა ხარშილაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ არის დამნაშავე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებულთა სხდომას ესწრებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დადგა ტრაგიკული და გამოუსწორებელი შედეგი. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ბრალდება სხვა მაღალი თანამდებობის პირებამდეც მივიდეს, ხარშილაძე პასუხობს: “არ მგონია”.

ადამიანები 4 თვის განმავლობაში ციხეში არიან და დღემდე არ არის დადგენილი, რეალურად რა ტიპის გადაცდომაზე ან შეცდომაზე იყო საუბარი. სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, მაგრამ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. [შადრევანი ტრაგედიამდე] რა თქმა უნდა, სწორდებოდა, კეთდებოდა, სატესტო რეჟიმში მუშაობდა. პროექტის ბრძანება ასეთი არავის გაუცია, შეიცვალა პროექტი, შეთანხმდა დადგენილი წესით", - განაცხადა ხარშილაძემ და აღნიშნა, რომ სამუშაოები პროექტის მიხედვით ჩატარდა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას ტრაგედიის შემდგომ კომპანია „გრინსერვის პლუსის” მხრიდან ტენდერებში კვლავ მონაწილეობის შესახებ.

„რა თქმა უნდა, ემოციები იყო, განცდები ყველას ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, ერთმანეთის მიმართ, „გრინსერვისის” თანამშრომლებს, როგორც უფლებები ისე ვალდებულებები გვაქვს. ვალდებულებები გვაქვს ადამიანებთან, რომლებთანაც 15 წელია ვთანამშრომლობთ. ამიტომ, არცერთ ადამიანს თავის ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს. ამ ადამიანები უკან დგანან ოჯახები", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს