კელი დეგნანი - ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან

ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯერები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„რამდენადაც საქართველოს ისტორიიდან გავიგე, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც მიცემულ პირობებს რუსეთი საუკუნეებია არღვევს, რუსეთი ცდილობს საქართველოს წაართვას იდენტურობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, აქვთ თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების პრობლემა, თუკი მათ ეს სურთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საქართველო გამოყენებულ იქნას შავ ხვრელად რუსული სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად.

„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სასაზღვრო პოლიციასთან, საბაჟო სამსახურთან, რათა ხელი შევუწყოთ იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა საერთაშორისო სანქციები დაიცვას. შესაძლებლობა საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთებისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები. ჩვენ ველით საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შუა დერეფანში საქართველოს წვლილის მშენებლობაში, მას ასევე ჰქონდეს საერთაშორისო სანქციები დაცვის საშუალებაც“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია