გერმანიის მთავრობა - პოლონეთს შეუძლია უკრაინას Leopard-ის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს

პოლონეთს შეუძლია Leopard-ის ტანკები უკრაინას გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს, - Sky News-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

ამასთან, გერმანის მთავრობის მტკიცებით, ოფიციალური მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

გერმანია Leopard-ის მთავარი საბრძოლო ტანკის ექსპორტის ლიცენზიას ფლობს, ამიტომ მან, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ამ ტანკების საზღვარგარეთ გაგზავნა სურთ, ოფიციალური ნებართვა უნდა მისცეს.

პრესსპიკერის კომენტარები მოჰყვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებას, რომ მის ქვეყანას შეუძლია თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!