„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციისას მავნე აირების შემცირება იყო

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასოციაციის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ბენზინის შენახვა და დისტრიბუციისას მავნე აირების შემცირება იყო.

„საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევის შემცირების მიზნით მისაღები ნორმატიული აქტის განხილვა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი საკითხი.

შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრ კომპანიებს ნორმატიული აქტის პროექტით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები გააცნეს. მათ შორის, შეხვედრაზე ევროდირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის სამართლებრივ და ტექნიკურ დეტალებზე, დანერგვის ვადებსა და რეგულაციის დანერგვის ზეგავლენის (RIA) მოკვლევის შედეგებზე ისაუბრეს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ცნობით, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ნორმატიული აქტის ეტაპობრივი დანერგვის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, მათგან გამომდინარე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს წარმოშობილი აქროლადი აირების რეგულირება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აუცილებელია, ინდუსტრიასა და სახელმწიფოს შორის მსგავსი კომუნიკაცია, ვინაიდან, სწორედ ამგვარი კონსულტაციების შედეგად აღიქმება დარგში არსებული სიტუაცია. განისაზღვრება თუ რისი საშუალება აქვს ბიზნესს ობიექტური, ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე და დასახულ მიზნებს რა დროში შეიძლება მივაღწიოთ. საერთო ამოცანის შესრულება გულისხმობს, ერთი მხრივ, საქართველოს მისწრაფებას, პირნათლად შეასრულოს ევროდირექტივებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მეორე მხრივ, აღნიშნული გონივრულ ვადაში, ბიზნესის ინტერესების დაცვითა და ოპტიმალური დანახარჯებით განახორციელოს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის