გელა ნიკოლაიშვილი ნეიროქირურგ გელა მენთეშაშვილზე - მოწმე, თავისთავად სანდოა - მან თქვა ის, რომ სააკაშვილს მიღებული აქვს გარკვეული მექანიკური ტრავმა, მაგრამ ექსპერტს არ შეუძლია ზუსტად თქვას, საიდან და როდის მიიღო

სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით წარდგენილი ნეიროქირურგის, გელა მენთეშაშვილის სანდოობა ეჭვს არ იწვევს. აღნიშნულის შესახებ ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოწმის მიერ პროცესზე ნათქვამ განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილის სიმპტომები დაავადებათა ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ქირურგიული ჩარევის საკითხი თითქმის მუდმივად თან სდევს”. ნიკოლაიშვილის განმარტებით, ნეიროქირურგმა რაც ნახა, ის დააფიქსირა და ამაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა, როდის მიიღო ეს დაზიანება სააკაშვილმა, ბუნებრივია, ნეიროქირურგს ეს არ შეუძლია თქვას.

„მოწმე, რა თქმა უნდა, თავისთავად სანდოა. თუმცა, მოწმემ თქვა ის, რომ სააკაშვილს მიღებული აქვს გარკვეული მექანიკური ტრავმა, მაგრამ ექსპერტს არ შეუძლია ზუსტად თქვას, საიდან მიიღო, როდის მიიღო ეს ტრავმა. ეს ანამნეზიდან ირკვევა. სააკაშვილის გადმოცემით, გადაყვანის დროს ტკივილი განიცადა, თუმცა იმ დროს არ უგრძნია და მერე გააცნობიერა, რომ ეს იყო ტყუილი. ასეთი ოპერაციები საქართველოში საკმაოდ ხშირად ტარდება და ამისთვის ადამიანს უცხოეთში გადაყვანა სჭირდება [ექსპერტს] არ უთქვამს. ეს იყო ძალიან მოკლე და კონკრეტულო დაკითხვა", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები