პაატა მანჯგალაძე - როცა ჯოჯოხეთურ გარემოში ცხოვრობ, ანგელოზებს ვერ იპოვი - ვიღაცას ვიღაც არ მოეწონება ყოველთვის, მაგრამ ამის გამო ბრძოლაზე უარს არასდროს ვამბობთ

როცა ჯოჯოხეთურ გარემოში ცხოვრობ, ანგელოზებს ვერ იპოვი. ბუნებრივია, ვიღაცას ვიღაც არ მოეწონება ყოველთვის, მაგრამ ამის გამო ბრძოლაზე უარს არასდროს ვამბობთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ღია ფლირტზე გადავიდა რუსეთთან და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

„ისე უღირსად, უმსგავსოდ იქცევა „ქართული ოცნება“, რომ გვინდა მსოფლიოს ვანახოთ და ასევე, ქვეყნის შიგნითაც საზოგადოებამ გვინდა იცოდეს, რომ ნამდვილი საქართველო არის სხვანაირი. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ღალატი, მხდალობა, კოლაბორაცია აქციოს ცხოვრების წესად და ამის საწინააღმდეგო აქციაა. არავის წინააღმდეგ არ არის ეს აქცია მიმართული, ეს არის ჩვენი ერთიანობის დემონსტრირება. შეიძლება ადამიანებს აქციაზე მოსვლის სხვადასხვა მოტივი ჰქონდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციაზე არ უნდა მივიდეთ და ერთი მუჭა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს შევატოვოთ ეს ქვეყანა, რომელიც უკვე ღია ფლირტზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე გადავიდა რუსეთთან. ლავროვი აქებს კობახიძეს, კობახიძე აქებს ლავროვს. მახსენდება დუგინის სიტყვები - 2008 წელს თბილისში ჩვენ რომ ტანკებით შევსულიყავით, იმაზე კარგ მთავრობას, როგორიც არის „ქართული ოცნება“, ვერ მოვიყვანდითო. ამ პროექტის და პროცესის რეალიზება მიდის ახლა. ნაცვლად ევროპისა, ცოტა ხანში ჩვენ შეიძლება გავიღვიძოთ და რუსეთ-ბელარუსის კავშირი დაგვისახონ, როგორც ევროპის ალტერნატივა. აი, ამის წინააღმდეგაც უნდა იყოს ეს აქცია მიმართული.

როცა იწყებ პროცესს, შეიძლება ყველას არ მოსწონდეს ეს პროცესი. არავის უთქვამს, რომ ეს არის პოლიტიკოსების აქცია, არავის უთქვამს, რომ ეს არის გიორგი ვაშაძის აქცია. ნათია მეზვრიშვილმა უკრაინის სოლიდარობის აქცია, სადაც დაახლოებით, საზოგადოების ასამდე პატივსაცემი ადამიანი იყო შეკრებილი დაინახა მხოლოდ გიორგი ვაშაძე. პოლიტიკური პროცესის მოკლე ჭრილიდან დანახვამ მიგვიყვანა იქამდე სადაც ახლა ვართ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუტკბა კოლაბორაცია რუსეთთან და ნაცვლად იმისა, რომ ევროპაში წაგვიყვანოს, ღიად დაგვისახა უკვე მეორე ალტერნატივად რუსეთი. თუ ამასაც გავატარებთ, გვეტყვიან, რომ რუსეთი არის გადაუდებელი აუცილებლობა. ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ. ჩემთვის მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე არ შემიძლია ხალხის დივერსიფიცირება მოვახდინო, მე არ მაინტერესებს ვინ რას აკეთებდა წარსულში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღეს და ხვალ რისი გაკეთება შეუძლია ამ ადამიანს საქართველოსთვის, მათ შორის, ნათია მეზვრიშვილსაც, არასდროს არ ვახსენებდი არც ერთ ეთერში არც „თვალთხარიობას“, არც ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც სკოლის დირექტორი შეეწირა. მე მაინტერესებს მომავალი.

მეორე ალტერნატივა არის ის, რომ პოლიტიკურ პროცესზე უარი ვთქვათ, ეს გავუტაროთ „ქართულ ოცნებას“, დავიწყოთ სტერილური ადამიანების, უცხოპლანეტელების ჩამოყვანა სუფთა წარსულით, რაც გაგვიჭირდება ძალიან“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი და უკრაინის სოლიდარობის აქციას დააანონსეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის