გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ

გერმანია ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტანკების მიწოდებას, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა.

მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს.

ამასთან, მან უპასუხა კრიტიკას, რომ გერმანია ტანკების გაგზავნას აფერხებს და ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს.

„არიან პარტნიორები, რომლებიც ჯერ კიდევ შეფასებას ახორციელებენ, ეს არის პროცესი“, - განმარტა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, გერმანია ხელს არ შეუშლის, თუ სხვა ქვეყნები „ლეოპარდის“ ტანკების გამოყენებაზე წვრთნებს დაიწყებენ.

„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ მანამ, სანამ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა დღეს განაცხადა, რომ პოლონეთმა გერმანიას „ლეოპარდ 2“-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის