გორში 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყობა მემორიალი, თუჯის სკამები, ბეტონის ფილები და ბორდიურები.

მერიის ცნობითვე, მემორიალი, რომლის ძირითადი მასალაც ლითონია, ეროვნული დროშის ფერებში იქნება წარმოდგენილი.

„ლითონის ფურცლებით დაფარული მსუბუქი კონსტრუქცია მონოლითურ ბეტონის საძირკველზე დამონტაჟდება. ფირფიტებზე დატანილი იქნება 9 აპრილს გარდაცვლილი 21 ადამიანის სახელი და გვარიც.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სკვერი, რომელიც გორში სამეფო ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე ათეული წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მოეწყო.

ობიექტს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩატარებია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ