ლევან ხაბეიშვილი  აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„მე პირადად, რაც შემიძლია დავპირდე ამომრჩეველს არის ის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და ჩემი პარტიის თავმჯდომარეობასაც ვუყურებ დროებით მოვლენად, სანამ მიშა სააკაშვილი არის პატიმრობაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე, „ფიზიკურად გამოიხსნით, თუ საჭირო გახდება და შევარდებით?“ - ხაბეიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.

„თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, ხო! თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, მე, ლევან ხაბეიშვილი არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში, რადგან რუსული რეჟიმის პირობებში სხვანაირად არ გამოვა“, - განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება