შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ერნსტ პეტერ ფიშერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის ატაშე, დიტრიხ ებერსიც ესწრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და განიხილეს ამ მიზნით განხორციელებული, ასევე, მიმდინარე ღონისძიებები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის