გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე - ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო

ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო, - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.

კარასინის თქმით, რუსეთი მზად არის, თბილისთან ავიამიმოსვლის აღსადგენად, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობა არის საჭირო.

“ჩვენ, ბუნებრივია, განვიხილავთ ამას [ავიამიმოსვლის აღდგენას], აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს. მაგრამ არის ასეთი ანდაზა, რომ „ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“. და თუ დუეტის ერთ-ერთ მონაწილე ყოყმანობს, მაშინ ძალით ზეწოლა არ არის საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არის, ხოლო როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენზე არ არის დამოკიდებული”, - თქვა კარასინმა.

ცნობისთვის, აქამდე საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა იმედი. ლავროვმა საქართველოს მშპ-ის ზრდა აღნიშნა და განაცხადა, რომ ეს დიდწილად “ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების წყალობით” მოხდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის