ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა შეხვედრები სოფლებში: სენები, ბერთაკარი, ძეძვნარიანი და იწრია გამართა და სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

ხმათა უმრავლესობით, სოფლებში: სენები, ძეძვნარიანი და იწრია გარე განათების ქსელის მოწყობის პროექტი გაგრძელდება, სოფელ ბერთაკარში კი სასაფლაო შემოიღობება.

შეხვედრებზე დასახელებული სხვა პროექტები, რომლებიც „სოფლის განვითარების პროგრამის“ კრიტერიუმებში არ ჯდება, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.

„მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთებას შევძლებთ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყველა სოფელსა და დასახლებაში გავმართავთ შეხვედრებს და მოსახლეობის მოსაზრებებს მოვისმენთ. ჩვენი მოქალაქეები თავად აარჩევენ მათ სოფლებში რა პრობლემები უნდა მოგვარდეს, ეს კი, ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამის ეფექტურობას უდავოდ განაპირობებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა