NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის კი ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“

„საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. 39% ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. კითხვაზე, „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ 56%-ია იმ მოქალაქეების ჯამი, რომელთათვისაც ეს არცერთი პარტია არაა, ან არ იციან და პასუხზე უარი განაცხადეს.

ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო