“ჯეოქეისს” რევაზ ჩხეიძე შეუერთდა

ანალიტიკურ ცენტრს „ჯეოქეისს" საგარეო პოლიტიკის საკითხთა მრჩევლის პოზიციაზე, რევაზ ჩხეიძე შეუერთდა.

„ჯეოქეისის“ ცნობით, რევაზ ჩხეიძეს საჯარო სამსახურში 30 წელზე მეტი, დიპლომატიურ სამსახურში კი 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი, ამასთანავე, არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ასევე, 10 წელია ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, მათ შორის, ისეთ თემატიკაზე, როგორიცაა ევროკავშირის სამართალი, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის საფუძვლები, შესავალი საერთაშორისო ორგანიზაციებში და თანამედროვე პოლიტიკა, საჯარო ადმინისტრირება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ილიას სახელმწიფო, სულხან საბა ორბელიანის, საქართველოს უნივერსიტეტებსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

„რევაზ ჩხეიძის ინტერესის სფეროს ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპული უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პოლიტიკა წარმოადგენს.

მას გავლილი აქვს ესტონეთის დიპლომატიის აკადემიის, გერმანიაში საერთაშორისო და უსაფრთხოების სწავლების კოლეჯის, ჟენევის საერთაშორისო და განვითარების სწავლების უმაღლესი ინსტიტუტის, საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისისა და თავდაცვის სამინისტროს, ტრეინინგებისა და კვლევის გაეროს ინსტიტუტის სხვადასხვა მოკლევადიანი და საშუალო ვადიანი სასწავლო კურსები და ტრეინინგები ევროინტეგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების, დიპლომატიური მოლაპარაკებების პრაქტიკის, აშშ-ს 21 საუკუნის საგარეო პოლიტიკის, დაზვერვის ანალიტიკური საქმიანობის, სტრატეგიული ლიდერობის, მშვიდობის დამყარებისა და პრევენციული დიპლომატიის მიმართულებებით. გავლილი აქვს პრაქტიკა აშშ კონგრესმენის ოფისში. რევაზ ჩხეიძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი სწავლობდა პარიზის მე-2 უნივერსიტეტში ევროპული გაერთიანების სამართლის სპეციალობით.

გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია ევროკავშირისა და საერთაშორისო ურთიერთობების თემაზე.„ჯეოქეისის“ გუნდი მოხარულია მისი შემოერთებით და ვუსურვებთ წარმატებას ამ ახალ საქმეში,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა