ლევან ბეჟაშვილი - 6%-იანი პარტიის ჩაბარება არის ის ვითარება, რომელიც უახლოეს თვეებში დაუყოვნებლივ უნდა გამოვასწოროთ - მთავრობის რეიტინგის ზრდა განპირობებულია იმ ნარატივით, ვითომ ქვეყანა ომს ააცილეს

დღევანდელი მდგომარეობით 6%-იანი პარტიის ჩაბარება არის ის ვითარება, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში დაუყოვნებლივ უნდა გამოვასწოროთ - მთავრობის რეიტინგის ზრდა კი განპირობებულია იმ ნარატივით, რომ ვითომ ქვეყანა ომს ააცილეს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კვლევა ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებულ ვითარებას ასახავს და კარგია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები ჩატარდა.

„NDI-ის ეს გამოკითხვა დეკემბერში ჩატარდა, შესაბამისად, ეს კვლევა ასახავს იმ მდგომარეობას, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობაში”, რაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებობდა. მაგრამ, კარგია, რომ არჩევნები ჩატარდა. „ნაციონალურ მოძრაობაში” ამომრჩევლის მხრიდან ახალი ლეგიტიმაციის გაცემა მოხდა. დღევანდელი მდგომარეობით 6%-იანი პარტიის ჩაბარება არის ის ვითარება, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში დაუყოვნებლივ უნდა გამოვასწოროთ”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება მთავრობის რეიტინგს, ბეჟაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” რეიტინგს” ომის შიშის დანერგვით ინარჩუნებს.

“NDI-ის კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ დღეს ყოველი მეხუთე ადამიანი შიმშილობს, აქვს ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები, ფიქრობს ემიგრაციაში წასვლას - ეს არის ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ჩააგდო. იმავდროულად მთავრობის რეიტინგის ზრდა განპირობებულია იმ ნარატივით, რომ ვითომ ქვეყანა ომს ააცილეს. ომის შიშის დანერგვით ინარჩუნებს “ქართული ოცნება” რეიტინგს”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია ნათქვამი. კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61 პროცენტი ამბობს, რომ არა, 31 პროცენტი - დიახ, 6 პროცენტი - არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 3 პროცენტმა დააფიქსირა. ასევე, ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. 39% ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. კითხვაზე, „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ 56%-ია იმ მოქალაქეების ჯამი, რომელთათვისაც ეს არცერთი პარტია არაა, ან არ იციან და პასუხზე უარი განაცხადეს. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის