ოთარ შამუგია ჩინეთის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

„აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ათვისებაზე და ამ პროცესში ვგრძნობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერას, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები შემცირდა, რესურსი დიდია და იმედი გვაქვს, ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას შევძლებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ქართული ღვინის ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობის კუთხით, დიდია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს და მიმდინარე წელს გუანჯოუსა და შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენების გახსნაში მიიღოს მონაწილეობა

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა