ოლექსი რეზნიკოვი პარტნიორებს - უკრაინა  მზად არის ნებისმიერი გარანტიების მისაცემად, რომ თქვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული

უკრაინა გარანტიას აძლევს პარტნიორებს, რომ მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის მთავრობისა და ევროკომისიის ერთიან სხდომაზე განაცხადა.

“ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატება - ეს თქვენი წარმატებაც არის. ჩვენ ველით, რომ ეს წელი ახალ შესაძლებლობებს მოგვიტანს… რომ გავიმარჯვოთ, სტრატეგიული ინიციატივა უნდა მოვიპოვოთ”, - თქვა რეზნიკოვმა.

მან პარტნიორებს ანტისარაკეტო თავდაცვის აღმართვაში რაც შეიძლება სწრაფად დახმარებისკენ მოუწოდა. ამ კონტექსტში რეზნიკოვმა აქცენტი გააკეთა უკრაინის სურვილზე მოიპოვოს Patriot და SAMP/T სისტემები ახალი IRIS-T და NASAMS სისტემებთან ერთად.

“300 კმ მანძილიდან დარტყმის საშუალება რომ გვქონდეს, რუსული არმია ვერ შეძლებდა დაცვის უზრუნველყოფას და იძულებული იქნებოდა წაეგო. უკრაინა მზად არის ნებისმიერი გარანტიების მისაცემად, რომ თქვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული. ჩვენ საკმარისი სამიზნეები გვაქვს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მზად ვართ პარტნიორებთან ჩვენი სამიზნეების კოორდინაცია მოვახდინოთ”, - თქვა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკებისა და ჯავშანმანქანების გადაცემის გადაწყვეტილებისთვის.

მისი თქმით, ამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დაჯავშნილი მუშტის შესაქმნელად, რომელიც რუსების დაცვას გაარღვევს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის