ბორის ჯონსონი - როცა უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინი უკან დაიხევს, მოვხსნით შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში - დავასრულებთ საბედისწერო გაურკვევლობას

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნება.

აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე მოიხსნება მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში.

„როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როცა პუტინი უკან დაიხევს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ დავამყარებთ სიცხადეს და დავამყარებთ ახალ სტაბილურობას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში და დავასრულებთ საბედისწერო გაურკვევლობას, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა პუტინი მის დამღუპველ შეცდომამდე“ , - განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონის თქმით, თუ მოკავშირეები შეძლებენ უკრაინა შეაიარაღონ იმით, რაც მას ომის სწრაფად მოსაგებად სჭირდება, ისინი გადაარჩენენ უამრავ სიცოცხლეს.

თუ კიევს არ დაეხმარებიან „გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევაში“, ეს იქნება იმის გარანტია, რომ პუტინი დარჩება საფრთხედ ყველა ზემოაღნიშნული ქვეყნისა და რეგიონისთვის.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის