კონსტანტინ ზატულინი - საქართველოს ოცნებები აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დაბრუნების შესახებ დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში"

საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი", მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში". ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა URA.RU-ს განუცხადა.

„იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. ასე რომ, ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახდეს“, - განაცხადა ზატულინმა.

რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ თბილისი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის კონფლიქტთან, „ცდილობს გაზარდოს თავისი ღირებულება და კიდევ ერთხელ მოითხოვოს რაღაც რუსეთისგან“.

ზატულინი დარწმუნებულია, რომ ოცნებები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში".

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრებზე გამწვავება შესაძლებელია.

„შეიძლება იყოს გამწვავება, ოღონდ მაშინ, თუ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოექცევა იმ ზეწოლის ქვეშ, რომელიც მათზე ხორციელდება. ის სინამდვილეში განხორციელდება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა