;“საქართველოს ბანკის” მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, ბანკის ფილიალში, სადებეტო ბარათის ანგარიშიდან 1 მლნ ლარის განაღდება შეუძლია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ბანკიდან; აცნობეს, 1 000 000 ლარის განაღდებაა შესაძლებელი, როგორც “ვიზა ელექტრონის”, ისევე, “ვიზა კლასიკისა” და “ვიზა გოლდის” ტიპის ბარათიდან.
რაც შეეხება ბანკომატიდან თანხის გატანას, 24 საათის განმავლობაში სამივე ტიპის ბარათიდან 1 500 ლარის განაღდებაა შესაძლებელი.