ირაკლი კობახიძე - საქართველოს „შავ ხვრელად“ მოხსენიება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა

საქართველოს „შავ ხვრელად“ მოხსენიება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიმართ სანქციებზე მიერთებისკენ მოწოდება ახლა შერბილებულია.

„რაც შეეხება იმას, რომ სანქციებთან მიერთებისკენ მოგვიწოდებენ, შეარბილეს ეს რიტორიკა, მაგრამ ვიღაცები კიდევ არიან, ვინც მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ რუსეთს უნდა დავუწესოთ სანქციები. მინდა შეგახსენოთ მარტივი ჭეშმარიტება, ჩვენ, შარშან გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა და რომ დაგვეწესებინა სანქციები, ამ შემთხვევაში, ეკონომიკის ზრდა იქნებოდა მინუს ათ პროცენტზე მეტი, ანუ ვარდნა გვექნებოდა, რეცესია 10%-ზე მეტი. ამ კუთხით მათ ჰქონდათ ორმაგი ინტერესი. ერთი, რომ რუსეთთან ესკალაციას უნდა მიეღწია მაქსიმუმისთვის და მეორე ფრონტი იყო ამის საბოლოო შედეგი. მეორე - ალტერნატიული მიზანი იყო შემდეგი: მინუს ათი პროცენტის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან დამძიმდებოდა საქართველოში სოციალური ფონი“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის