ჯო ბაიდენი პოლონეთში, შესაძლოა, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავზე ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების წლისთავზე ჩავიდეს. ამის­ შესახებ ინფორმაციას NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის სამი წყაროს თანახმად, ბაიდენის პოლონეთში ვიზიტი თებერვლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, თუმცა ეს საბოლოო თარიღები არ არის და თეთრი სახლის ოფიციალურ ანონსებამდე გეგმები შესაძლოა შეიცვალოს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, აქამდე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში დაადასტურეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ვიზიტს “უახლოეს დროში” გეგმავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის