„რე|ბანკი“ და „რომპეტროლი“ პარტნიორები გახდნენ

„რე|ბანკი“ და „რომპეტროლი“ პარტნიორები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რე|ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით „რომპეტროლის“ ქსელში ტოპ|ქარდით გადახდილი ნებისმიერი თანხა თანაბრად გადანაწილდება 3 თვეზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. აღნიშნული პირობა მოქმედებს „ლოიალობის ბარათის“ „რომპეტროლ ქარდის“ გამოყენების შემთხვევაშიც.

რა არის ტოპ|ქარდი? – „ტოპ|ქარდი“ შოპინგ ბარათია „რე|ბანკისგან“, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. „ტოპ|ქარდის“ საშუალებით „რე|ბანკის“ მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.

„ტოპ|ქარდის“ ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.

„რე|ბანკს“ უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია „რე|ბანკის“ ვებ-გვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

„ტოპ|ქარდის“ აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3DFn5BB ასევე, „რე|ბანკის“ პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია