შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოგვანიჭებს

2023 წლის თებერვალში ევროკომისია დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს განსაზღვრავს.

„2023 წლის თებერვალში ევროკომისია უკვე დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ამ მხრივ, უკვე არსებული მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგების, 2023 წლის 3 თებერვლის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური სექტორული ანგარიშისა და მიმდინარე წელს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების გათვალისწინებით, ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ამრიგად, შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობით გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, ეკონომიკურად ძლიერ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის