მაია ბითაძე ოპოზიციას - დღეს ჩვენ გვაბრალებენ, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, რაც საჭიროა, სულ მიჩნდება კითხვა: თქვენ უკეთესად რას გააკეთებდით?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მაია ბითაძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში საინტერესო იყო.

„მიღებულია 300-მდე კანონპროექტი - ეს არ არის უბრალო ციფრები. სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს პოლიტიკა ეფუძნება ჩვენს მისწრაფებას, რომ გავერთიანდეთ ევროპულ სტრუქტურებში", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" პრიორიტეტი და წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანდა.

„დღეს ჩვენ გვაბრალებენ, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, რაც საჭიროა. სულ მიჩნდება კითხვა - თქვენ უკეთესად რას გააკეთებდით? ან რატომ არ იღებთ მონაწილეობას იმ კანონპროექტების შემუშავებაში, რომელიც ზუსტად პოლიტიკას განსაზღვრავს სხვადასხვა თემატური მიმართულებით და ეს პოლიტიკა ეფუძნება ერთ მიზანს - გავერთიანდეთ იქ სადაც ჩვენი ადგილია", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მანვე ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ როდესაც საჭირო იყო ოპოზიცია საქართველოს გვერდით არ დადგა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთად არ ვიმუშავეთ ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ მეზობლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დავანახოთ, რომ ერთად ვდგავართ და გვსურს, საქართველო გავაერთიანოთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა