თეა ახვლედიანმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი უაღრესად გულწრფელი თანაგრძნობა დამანგრეველი მიწისძვრის ტრაგიკული შედეგების გამო. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ დაღუპულთა ოჯახების მიმართ.

გლოვის ამ მძიმე ჟამს, ჩვენი თურქი მეგობრებისა და კატასტროფით დაზარალებული ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობასთან ერთად, საქართველო მტკიცედ დგას თურქეთის ხელისუფლებისა და ხალხის გვერდით და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განაგრძობს მონაწილეობას ფართომასშტაბიან სამაშველო ოპერაციაში, ისევე როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

გამოვთქვამ რწმენას, რომ ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი და დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან", - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის სამძიმრის წერილში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის