ანონსი  13 თებერვალი

13 თებერვალს, 09:00 საათზე, პროფკავშირების - „ლაბორის“ ორგანიზებით, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსში“ თანამშრომლების სრულმასშტაბიანი უვადო გაფიცვა დაიწყება.

თემა: ხელფასების მატება და უსაფრთხო შრომის პირობების მოთხოვნა.

საკონტაქტო: გიორგი დიასამიძე - 592 21 00 21

13 თებერვალს, 09:30 საათზე, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კონფერენცია გაიხსნება სადაც მოხდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის („გრევიო“) და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების განხილვა.

მის: ჭავჭავაძის 37მ, (სასტუმრო „პულმანი“, აქსის თაუერსი)

საკონტაქტო: ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

13 თებერვალს, 10:30 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ახალი პროდუქტის „რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალის“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: 26 მაისის მოედანი #1, (სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი“)

13 თებერვალს, 10:30 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

13 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ ოთარ ანგურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ფასნამატის მაჩვენებლები სასურსათო პროდუქციაზე, მაღალი ინფლაცია - ფასების რეგულირების საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი პროკურატურის ახალი შენობის პროექტთან და გამოსაცხადებელ ტენდერთან დაკავშირებით ღია კარის დღეს გამართავს.

მის: გორგასლის ქუჩა N24, საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობა.

13 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

13 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

13 თებერვალს, 15:00 საათზე, შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში ლექცია-სემინარს თემაზე - „უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები"გამართავს,სადაც ყველა მსურველს ექნება აივ ინფექციაზე უფასო და ანონიმური ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა.

მის: მ.ალექსიძის #3

საკონტაქტო: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ