კახა კალაძე - ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას

ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ის იყო რეჟიმი, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას, გააუბედურა ოჯახები, ბიზნესი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ადამიანი იყო ბიძინა ივანიშვილი, ვინც შეძლო ამ „რეჟიმის დამარცხება“.

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის.

რომელი პროექტი ჩამოვთვალო – სკოლების აშენება, ბაღების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნდება, ქართველი ჯარისთვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება, ძალიან ბევრია ასეთი პროექტები.

ყველაზე მთავარი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ის იყო რეჟიმი, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას, გააუბედურა ოჯახები, ბიზნესი. გვახსოვს, როგორი მმართველობა იყო, როგორი დამოკიდებულება იყო და ერთადერთი ადამიანი იყო ბიძინა ივანიშვილი, ვინც შეძლო ამ რეჟიმის დამარცხება. სრულიად საქართველო შემოიკრიბა ირგვლივ და მშვიდობიანი გზით დაასრულა ის სისხლიანი რეჟიმი“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის