ვოლოდიმირ ზელენსკი - ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, უფრო სუსტს გაგვხდის - კომპრომისი პუტინთან? - არა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში თავისი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს.

ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია და რუსეთის თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით ხდება. ამ კონტექსტში, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობას.

„რა თქმა უნდა, თანამედროვე იარაღი აჩქარებს მშვიდობას. იარაღი არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის", - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ს.

მისი თქმით, უკრაინა თავისი გადარჩენისთვის იბრძვის და ევროპისკენ მიისწრაფვის როგორც ეკონომიკურად, ასევე ღირებულებებით.

"ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები. ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, უფრო სუსტს გაგვხდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ,

მისი თქმით, საუბარი არ არის ზოგადად კომპრომისის მიმართ შიშზე, საუბარია, ვისთან მიდიხარ კომპრომისზე.

„საქმე თავად კომპრომისში არაა. რატომ გვეშინოდეს ამის? ჩვენ ყოველდღიურად მილიონობით კომპრომისი გვაქვს ცხოვრებაში. საკითხავია ვისთან? პუტინთან? არა. იმიტომ რომ ნდობა არ არსებობს. დიალოგი მასთან? არა იმიტომ, რომ ნდობა არ არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის