ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელი უკრაინას სამოქალაქო საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი, კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და დაჰპირდა, რომ ისრაელი უკრაინას, 3-6 თვეში, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო საფრთხის გამაფრთხილებელ სისტემას მიაწვდის, - ინფორმაციას გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.

გამოცემა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ელი კოენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მხარს დაუჭერს უკრაინის რეზოლუციას, რომელსაც მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს უყრიან.

შეგახსენებთ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი კიევში გუშინ ჩავიდა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს