ოდილ რენო ბასო - საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი გვაქვს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ოდილ რენო ბასო აღნიშნავს, EBRD-ს საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.

„საქართველოში დღეის მდგომარეობით 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული, რომლის 80 პროცენტი კერძო სექტორშია კონცენტრირებული.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.

ამდენად, სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა აქ, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში",- წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოდილ რენო ბასო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია