ისრაელის ქნესეთის დელეგაცია უკრაინას სტუმრობს

ისრაელის საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და საერთაშორისო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, იული ედელშტეინის ხელმძღვანელობით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინაში ისრაელის ელჩზე, მაიკლ ბროდსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევჰენ კორნიიჩუკმაც.

მისი თქმით, დელეგაციის ვიზიტი უკავშირდება შეერთებული შტატების მხრიდან მოწოდებებს კიევსა და იერუსალიმს შორის პარტნიორობის გაძლიერების შესახებ.

„დღეს კიევში იმყოფება ისრაელის საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და საერთაშორისო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, იული ედელშტეინის ხელმძღვანელობით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ მოისმინეს ამერიკელი კოლეგების მიერ ისრაელსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის დონის გამო გამოხატული უკმაყოფილება“, - განაცხადა კორნიიჩუკმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია