მარია ზახაროვა - სააკაშვილისა და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე ამერიკელებს მიჰყიდა - თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს გამოეხმაურა და რწმენა გამოთქვა, რომ უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი ემუქრება.

ზახაროვამ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ „შოუ-შუშის მიღმა სააკაშვილთან სულ უფრო ამაღელვებელი ხდება“.

„მსოფლიომ ნახა კადრები, თუ როგორ ვერ აღწევს მიშიკო საწოლს. თუმცა, უცნობია საიდან აღმოჩნდა ეს კადრები CNN-ის განკარგულებაში“ , - ამბობს ზახაროვა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით, "დასავლეთის მიერ შემუშავებული მასალაა (უფრო მეტიც, ორჯერ - მეორედ უკრაინაში)".

„მაშ ვინ ლობირებს მას ასე? პასუხი მოვიდა (ნეტავ, ვის უკვირს) შეერთებული შტატებიდან. Reuters-მა გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. ირკვევა, რომ ამერიკული ლობისტური ჯგუფი Ackerman-ი, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია მასიმო დი ანჯელო, რომელიც, შემთხვევით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია“ , - წერს იგი.

ზახაროვა ამბობს, რომ „სააკაშვილი იხდის იმისთვის, რომ დასავლეთში ის არ დაავიწყდეთ“.

„როდესაც დეტალები გაირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს საქმის შესწავლა. მათ გაიგეს, რომ სააკაშვილმა უკვე თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა თბილისიდან გადასაყვანად, და - პიკანტური დეტალი! - გამოდის, რომ სააკაშვილის ადვოკატები არღვევენ აშშ-ს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ - უცხოური დაფინანსების შესახებ დროულად არ აცხადებენ.

სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.

თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, - აცხადებს ზახაროვა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან