თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის მერიის შენობასთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნით, საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ უკრაინის დროშა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი, წარწერით „თავისუფლება მიშას“, ასევე პლაკატები, რომელზეც აწერია „კახა რუსი, მკვლელი და მოღალატე“. ისინი პროტესტს სტვენითა და ხმაურიანი შეძახილებით გამოხატავენ. აქციაზე გაჟღერდა უკრაინის ეროვნული ჰიმნიც.

მერიასთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა