კახა კალაძე - რას ნიშნავს „გეუბნებიან და უნდა გააკეთო?!“ - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა

არ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან. „გვეუბნებიან“, „ასე უნდა გააკეთო“, „ისე უნდა გააკეთო“, ეს არ არის სწორი. რას ნიშნავს „გეუბნებიან და უნდა გააკეთო?!“ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტს რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს.

„ჩვენ დავიწყებთ აღნიშნული კანონპროექტის განხილვას. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანის უფლებებთან არ მოდის წინააღმდეგობაში, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისმენთ ბევრ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს არის რუსული კანონი. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტთან, შეუძლია, რომ ძალიან მარტივად მოიძიოს ამერიკის კანონი, უნგრეთში მიღებული კანონები. ეს არის ქართული კანონი და ადამიანის უფლებებთან არ მოდის წინააღმდეგობაში.

„გვეუბნებიან“, „ასე უნდა გააკეთო“, „ისე უნდა გააკეთო“ - ეს არ არის სწორი. რას ნიშნავს „გეუბნებიან და უნდა გააკეთო?!“ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ჩვენი კონსტიტუცია გვაქვს, ჩვენი კანონები, ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს, პარლამენტი და პარლამენტარები. არ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან?!“ - აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა