„ალდაგსა“ და „უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას“ შორის თანამშრომლობა გრძელდება

სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და „უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას“ შორის თანამშრომლობა გრძელდება და მისი მიზანი ქონების დაზღვევის პროდუქტებზე ცნობადობის ამაღლება და ორმხრივად სასარგებლო შეთავაზებების შემუშავებაა. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს საქმიანი შეხვედრები „ალდაგსა“ და ასოციაციის წევრებს შორის, რომელშიც 50-მდე კომპანიაა გაერთიანებული დააღნიშნული შეხვედრები, უძრავი ქონების აგენტებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ უშუალოდ ქონების დაზღვევის თანამედროვე სტანდარტებს, სიახლეებსა და პროდუქტების ფართო სპექტრს, რაც სამომავლოდ მომხმარებლისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებაში დაეხმარებათ.

„ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც მომხმარებელს დაეხმარება ქონებასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვაში. პარტნიორობის ფარგლებში, ვეცდებით, უძრავი ქონების აგენტებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გვჯერა, რომ ჩვენი კოლაბორაცია ორმხრივად სასარგებლო იქნება", - აცხადებენ „ალდაგში“.

ამასთან, ინფორმაციაშ აღნიშნულია, რომ რამდენიმე თვის წინ „ალდაგის“ მხარდაჭერით, „უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ ორგანიზებით უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი, "უძრავი ქონების მოლაპარაკების ექსპერტი" (RENE | Real Estate Negotiation Expert), გაიმართა.

„ალდაგში“ ქონების დაზღვევა გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი, სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის ანაზღაურებას მიიღებს. „ალდაგი“ ბაზარზე მზარდ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მომხმარებელს იჯარით გაცემულ უძრავი ქონების დაზღვევაზე უნიკალურ და საჭირო პროდუქტებს სთავაზობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია